ბაკურიანში ავტომობილი აფეთქდა – დაშავებულია 1 ადამიანი
ბაკურიანში მოთხილამურეთა მწვრთნელის იბრაგიმ გობოზოვის მანქანა დღეს დილით აფეთქდა. როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივები უცხადებენ, შემთხვევის შედეგად გობოზოვმა სხეულის დაზიანება მიიღო. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია. როგორც დაზარალებული აცხადებს, მანქანა ეზოსთან იდგა, ძირს რაღაც ნივთი შენიშნა და რომ აიღო მანქანა მაშინ აფეთქდა. დაზარალებული აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ პოლიცია თავად გამოიძახა. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.