ბორჯომის მერიამ ქალაქში 100 ძირი კოლხური ბზა დარგო
სამუსიკო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სკვერში 100 ძირი კოლხური ბზა დაირგო. როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, გამწვანების სამუშაოები კვლავ გაგრძელდება