გორში ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

გორში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება.სამუშაოებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.მიმდინარეობს სველი წერტილების, მწვრთნელების ოთახების და ოთხი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

პროცესი ერთ თვეში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს.

სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობას 1500 – ზე მეტი აღსაზრდელი ეუფლება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები