შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ხარისხისა და ვადების განხილვის მიზნით ონის მერიაში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილე გიორგი მახათაძესთან ერთად მეწარმეებთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათი განმარტებით, შეხვედრას შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, , შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი” , შპს „ ორვო“, შპს „ რაჭა 2005“, შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თატირის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე გამახვილდა, განხილული იყო შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ხარისხი და სამუსაოების ვადები.
შეხვედრას მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ-აცხადებენ მერიაში.