ეპიდვითარების გაუარესების გამო, ცაგერის მერია მუშაობას ონლაინ რეჟიმში განაგრძობს

ლეჩხუმში კოვიდით დაინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, დღეს დადასტურებული დაინფიცირების შემთხვევები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება-აღნიშნულ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, იზოლაციაში თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე გადავიდა. „რეგიონული კვირა“ მეტი დეტალის გასარკვევად მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

„დღეს მერიის სამ თანამშრომელს კორონავისუსი დაუდასტურდა. მათ ბუნებრივია შეხება დანარჩენ თანამშრომლებთანაც ჰქონდათ. აქედან გამომდინარე , მერია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით,ვეღარ გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ვთხოვთ ჩვენს მოსახლეობას, გაგებით მოეკიდონ არსებულ მდგომარეობას , მერიაში ვიზიტს მაქსიმალურად მოერიდონ და გადაუდებელ შემთხვევებში მოგვმართონ ონლაინ რეჟიმში“,-განაცხადეს ცაგერის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მერია ყველა თანამოქალაქეს მიმართავს პანდემიის პრევენციის საყოველთაო რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან, თავშეყრის ადგილებს მოერიდონ, გამოიყენონ პირბადე,დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა გაუფრთხილდნენ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას!

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები