გიორგეთის აღსაზრდელებს მალე ახალი საბავშვო ბაღი ექნება

გიორგეთში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 799 890 ლარს შეადგენს. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, სააღმზრდელო დაწესებულება 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშო ბაღში შეიცვლება სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯარა, სანიტარული კვანძი, ასევე, მოპირკეთდება ეზო ასფალტო ბეტონის საფარითა და დეკორაციული ბეტონის ქვით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გიორგეთის საბავშო ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი იქნება მუნიციპალიტეტში და ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები