ბიძინა კულუმბეგოვი: მესამე ტალღის არიდების გზები არის პირბადე და წარმატებული ვაქცინაცია
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ოზურგეთში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვიც შეხვდა. ალერგოლოგმა იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რასაც კორონავირუსზე ვაქცინაცია თავიდან აგვაცილებს. კულუმბეგოვმა განმარტა, რომ მესამე ტალღის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა პირბადის ტარება და ვაქცინაციაა. „ვაქცინაციის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ვაქცინების არ გამოყენების შემთხვევაში, შესაძლო მესამე ტალღის ალბათ ძალიან იზრდება. ვირუსის გავრცელებაზე მოქმედებს სულ რამდენიმე ფაქტორი, ეს არის მობილობა, მექანიკურად შეზღუდვა ადამიანების სახლში დასმა, აიძულო მათ ეს, პირბადე, რომელიც 50%ით ამცირებს ვირუსის გავრცელებას და რომელიც ძალიან შეგვიმცირდა, 43%-ზე ჩამოვიდა. ეს თუ 95% იქნება, ფაქტობრივად პანდემიის კონტროლს ხელი არ შეეშლება. შემდეგი არის ვაქცინაციის ფაქტორი. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ცხოვრება და ქვეყანამ, ეკონომიკური რეცესია რომ არ გაღრმავდეს, რაც სერიოზულ პრობლემას შეუქმნის თითოეულ მოქალაქეს, ამიტომაც ვაქცინაცია და პირბადე დარჩა ის, რაც აგვაცილებს ლოკდაუნს თავიდან. თუ ეს ადამიანებს არ აუხსენი და ხშირად არ გაუმეორე, რატომღაც, როცა მცირდება შემთხვევები, ჰგონიათ, რომ ეს ასე გაგრძელდება. პირბადის ტარების 43%-იანი ნიშნული არის ზუსტად აგვისტოს მაჩვენებლის ანალოგი. მაშინ რაც მოგვივიდა, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. ჩემთვის პირადად, ვაქცინაციის საკითხი არის სრულიად ზეპარტიული, ზესახელმწიფოებრივი. არ მაინტერესებს, ვინ არის ხელისუფლებაში – ჩემთვის მთავარი არის ამ მიზნის მიღწევა. ამიტომ, ნებისმიერი გზა, რომელიც ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ვაქცინების რაობაზე, მათთან ასოცირებულ თუნდაც გვერდით მოვლენებზე, სიკეთეზე, რაც მასთან არის დაკავშირებული, არ დამეზარება და წავალ ყველა რაიონში და ყველა სოფელში და ვილაპარაკებ. დღევანდელი შეხვედრა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი. მესამე ტალღის არიდების გზები არის პირბადე და წარმატებული ვაქცინაცია. თუ ჩვენ გვეყოლება ვაქცინირებული რისკ ჯგუფები, ამის შანსი არსებობს, ვაქცინის დოზები ქვეყანაში არის. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს მოცირკულირე ინფექცია ქვეყანაში, რისკ ჯგუფებს თუ არ დაემართებათ, კლინიკური სექტორის გადატვირთვა არ მოხდება. მაშინ არ გვეშინია, თუ სახლში გამოვჯანმრთელდებით ადამიანები. ჩვენ ლოქდაუნი რა დროს გვჭირდება – როცა საავადმყოფო იტვირთება. რეალურად, შეზღუდვების მოხსნიდან, 6-8 კვირაში არის მოლოდინი შეზღუდვების რაოდენობის გაზრდის. ეს არის აპრილის მეორე ნახევრიდან, მაისის დასაწყისი. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოწყვლადი ჯგუფები იყვნენ აცრილები, ვაქცინები კიდევ შემოვა, 89 000 დოზა აპრილის ბოლოსთვის“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.