27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება
27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. მანუჩარ კობახიძე გამოკითხვაზე უფლებადაცველთან ერთად მივიდა. საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა კლინიკა “იმედისა” და ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამშრომლებიც.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.