სენაკში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. შემთხვევა ჭავაჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 დაშავებული კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება კიდევ სამ დაშავებულს, მათ კლინიკა ,,არქიმედეში“ გამოკვლევები უტარდებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები