ცაგერში, სოფელ ლაჯანასთან საავტომობილო გზა გახსნილია
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანასთან საავტომობილო გზა გახსნილია.ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.მათივე განმარტებით,
ძლიერი წვიმების შედეგად,საავტომობილო გზაზე ჩამოტანილმა დიდი მოცულობის მეწყრულმა მასამ, ცაგერი-ამბროლაური- -ქუთაისის აღნიშნული მონაკვეთი ჩაკეტა და მოძრაობა ყველა სქახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალული იყო.
,,სტიქიამ დიდი პრობლემები შექმნა,სოფელ ლაჯანასთან საავტომობილო გზა ჩახერგა,ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, სამაშველო სამსახური. ამ მომენტისთვის მოხერხდა საავტომობილო გზის გახსნა.თუმცა,მეწყერი დინამიკაშია და ნებისმიერ დროს შესაძლოა ისევ იგივე პრობლემა შეიქმნას”,-აცხადებენ მერიაში.
სპეციალისტებთან ერთად სტიქიის ადგილას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იმყოფება და ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას.