ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორად დავით შამათავა დაინიშნა

ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორად დავით შამათავა დაინიშნა.ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მერიაში დაუდასტურეს.

დავით შამათავა მანამდე ზუგდიდის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

იანვარში, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, “მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის” რეორგანიზაცია მოხდა, რის შედეგადაც, მას გამოეყო სახელოვნებო და სამუსიკო სკოლები და შეიქმნა კიდევ 1 იურიდიული პირი – “სახელოვნებო სკოლების გაერთიანება”.

დავით შამათავას დანიშვნამდე სასახლის ყოფილი დირექტორი ნინელი ჭითანავა გარდაიცვალა. ის გასული წლის, ნოემბერში კორონავირუსს ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები