აჭარაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 35 994 შეადგინა.

ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ოთხი პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 139 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 30, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 123.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები