იმერეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდეობა 64-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსი კიდევ 419 ადამიანს დაუდასტურდა. საიდანაც 64 შემთხვევა იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში – 282 პაციენტი. მძიმე პაციენტია 304 პირი, მათ შორის 67 იმერეთში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი მათგან იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა.