ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 27-ით გაიზარდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები