კახეთში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილი 419 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევიდან 9 კახეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 254 პირი.