მეწყრული პროცესები და ჩახერგილი გზები აჭარაში – რა ვითარებაა მაღალმთიან რეგიონებში

მაღალმთიან აჭარაში გზების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტეში ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზებზე. ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები