დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას ძლიერი ნალექის გამო სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა. როგორც “რეგიონულ კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციიდან აცნობეს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სათავე ნაგებობაზე ამღვრეული წყლის გამო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იძულებული გახდა, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის და რამდენიმე სოფლის აბონენტებისთვის სასმელი წყლის მიწოდება შეეწყვიტა. “წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, პრობლემის აღმოსაფხრელად ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს სამუშაოებს. სპეციალისტების განცხადებით ამ დროისთვის ფასანაურში წყლის ნორმა სტაბილურია და დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა, უახლოეს საათებში წყლის მიწოდება აღუდგება ჟინვალსაც. რაც შეეხება დუშეთს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალი ხვალ დღის განმავლობაში მიეწოდება. იმ შემთხვევაში თუ ხვალ დუშეთს წყლის მიწოდება არ აღუდგება შესაბამისი სამსახურები სასმელ წყალს მოსახლეობას წყალმზიდის საშუალებით მიაწოდებენ”, – აღნიშნულია რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები