ცაგერში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

„ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა დღის მანძილზე რამდენჯერმე აღდგა, თუმც მეწყრული მასა განუწყვეტლივ ჩამოდის გზის სავალ ნაწილზე“,-ამის შესახებ  რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით მეწყრული მასა, რომელიც გზაზე შეფერხებებს განაპირობებს, საკმაოდ მოცულობითია და აგრძელებს მოძრაობას. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურები.

“ამ მომენტისთვის კომენდატის საათი მოქმედებს და მოძრაობა შეჩერებულია, თუმცა გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელია სოფელი ღვირიშიდან ალტერნატიული შემოვლითი გზით ვისარგებლოთ. დილით გათენებისთანავე გაწმენდითი სამუშაოები განახლდება“,-განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე მეწყერი დილით ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები