ბათუმის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეიდან 1.2 მილიონ მგზავრს უმასპინძლებს

დღეიდან განახლებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მილიონ ორასიათას საერთაშორისო მგზავრს უმასპინძლებს. გაფართოვდა არსებული ტერმინალის გაფრენისა და მოფრენის მხარე. ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა. ასევე გაიზარდა სარეგისტრაციო დახლებისა და ზღვის დაცვის ჯიხურები.

განახლებული აეროპორტი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაცილებით მეტი ტურისტი ეყოლება ქვეყანას რაც დადებითად აისახება ეკონომიკაზე.

“გაფართოებული აეროპორტი რეგიონის ეკონომიკას მკვეთრად განავითარებს. დღეს დაიწყო პირდაპირი რეისები ისრაელიდან, ასევე დაემატება თურქეთიდან რეისები, ტურისტი ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედი. ძალიან ლამაზი შენობით ვუმასპინძლებთ ტურისტებს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

“ტავ ჯორჯიას” წარმომადგენლის განცხადებით, კი განახლებული აეროპორტი მოგზაურობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა საფეხბურთო სტადიონიც მოინახულა და ბათუმში ყოფილი ე.წ. ,,ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე სამი ცათამბრჯენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები