ბოლნისში ადგილობრივი ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება

ბოლნისში, ადგილობრივი ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა 2021 წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ქვაფენილი წელს ოთხ ქუჩაზე დაიგება.

“ბოლნისის ისტორიულ ნაწილში, შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე, ქვაფენილის დაგება წელს მთლიანად დასრულდება.

ქვაფენილი მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებშიც დაიგება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც მერიაში განმარტავენ, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობირივი ბიუჯეტიდან 1 422 885 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები