ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ქობულეთში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ამავე დღეს ქობულეთი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათ თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ. ამ დროისათვის დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეითის გარდაცვალებაზე გამოძიება სსკ-ის 276-ს მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დაიწყო, ხოლო ჩაქვის შემთხვევაზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები