უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ცაგერში – მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ცაგერის მუნიციპალიტში, უხვმა ნალექებმა მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურება გამოიწვია. ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესების შდეგად ჩამოშლილმა მასალამ ცენტრალური მაგისტრალის ჩახერგვა გამოიწვია ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სოფელი ლაჯანის მონაკვეთზე.

როგორც “რეგიონულ კვირას” ცაგერის მერიაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება და ვითარებას ეცნობა.

“გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყერი, რომელიც ჩამოწვა ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე აგრძელებს მოძრაობას და დღეს ჩამოვიდა ცაგერი-ამბროლაურის გზის ლაჯანის მონაკვეთზე, ეხლა აქ მობილიზებულია უკვე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის მასშტაბები არის ძალიან დიდი და საჭიროებს დამატებითი ტექნიკის მობილიზებას, რასაც ვაკეთებთ ახლა. ასევე ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები