რუსთავის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

რუსთავის 13 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ამის შესახებ განცხადებას რუსთავის ბაღების გაერთიანება ავრცელებს.

“მშობლების საყურადღებოდ! წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანების გამო წყალი არ მიეწოდება N 17, 20, 22, 23,25, 27,31,32, 36, 37,40,41,43 ფილიალებს, რის გამოც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ამ ბაგა-ბაღებში შეწყვეტილია. ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დროებითი პრობლემის გამო”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები