ეპიდვითარება რეგიონებში – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირებულთა უმეტესობა ცაგერს უკავშირდება
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გამოვლენილი 399 შემთხვევიდან 9 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დადასტურდა.
ადგილობრივ ეპიდემილოგთა განმარტებით, 7 ახალი ინფიცირებული ცაგერის მკვიდრია.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და სამწუხაროდ, მათგან არცერთი თვითიზოლაციაში მყოფი არაა, ყველა ახალი შემთხვევებია“,-აცხადებს „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 399-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 279.027 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 271.278 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 356), გარდაიცვალა – 3.732 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 262, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.515 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 195 ადამიანი იმყოფება.