ეპიდვითარება რეგიონებში – ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემო ქართლში კვლავ მზარდია
ქვემო ქართლის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა – 22, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 17, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9”, – ნათქვამია განცხადებაში.