ეპიდვითარება რეგიონებში – როგორია 25 მარტის კოვიდსტატისტიკა გურიაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25638 კვლევა ტესტით, მათ შორის 15093 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10545 PCR ტესტით.
25 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 399 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279027 -ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 356 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271278 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3732 პირი ემსხვერპლა.