გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები კლინიკა “იმედის” ინვენტარის დათვალიერებას მოითხოვენ

ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ გართულებული მდგომარეობით გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები დღეს გამოძიებას შუამდგომლობით მიმართავენ. უფლებადამცველები კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერებას მოითხოვენ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ კლინიკიდან, სადაც მეგი ბაქრაძეს აცრა გაუკეთდა, სრული სამედიცინო ისტორია ჯერ არ მიუღიათ. მათი მთავარი მოთხოვნაა, გადაეცეთ დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა პროცედურები ჩაუტარდა მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე და აღმოუჩინეს თუ არა აცრის შემდეგ მას დროული სამედიცინო დახმარება.

„ამ ეტაპზე გვსურს, გადმოგვცენ ყველა დოკუმენტი, რომელიც არსებობს დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ახალციხეში. გამოკითხულების სახელები და გვარებიც კი არ ვიცით ან რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ახალციხის კლინიკაში. როგორც იცით ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივწერეთ AstraZeneca-ს ბრიტანეთის ფილიალს და ვთხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ გამოძიებაში. ველოდებით მათგან რეაგირებას. ამ ეტაპზე მათგან პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

ცნობისთვის 27 წლის ექთანი იმუნიხაციის შემდეგ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით 19 მარტს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები