მკვლელობა კახეთში – გურჯაანში კაცი ტრაქტორში ჩაცხრილეს

მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასრი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები იმ დროს მიაყენეს, როცა ის ტრაქტორით სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.

სროლის დროს დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარის დეტალებს პოლიცია არკვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები