დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში-სასულიერო პირები მეუფეს არ დაემორჩილნენ
მარტვილში ბალდის ტაძარში დღეს მეუფე სტეფანეს გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. მიტროპოლიტს მარტო მოუწია წირვის ჩატარება, იქ მოღვაწე სასულიერო პირები არ დაემორჩილნენ მეუფის კურთხევას და ტაძრის ეზოში გადაინაცვლეს. მრევლი მოითხოვდა დასჯილ სასულიერო პირებისთვის მსახურების აღდგენას და მათ შორის ბალდის მონასტრის მღვდელზე მამა ათეოგენეზე, რომელსაც ყოფილმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ შეუჩერა მღვდელთმსახურება. მღვდელ ათეოგენეს თქმით, ისინი ასევე თხოვდნენ მიტროპოლიტ სტეფანეს დაემტკიცებინა, ცილისმწამებლური ინფორმაცია, თითქოს მიტროპოლიტ პეტრეს გერმანიაში ყავდა შვილი. ბალდის მრევლმა მეუფე სტეფანე ოვაციებით გააცილა, თუმცა მარტვილის მიტროპოლიტმა სტეფანემ ბალდის ტაძარში წირვა აღავლინა.