რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში რამდენიმე ქუჩის შიდა ეზოების რეაბილიტაცია იწყება
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში რამდენიმე ქუჩის შიდა ეზოების რეაბილიტაცია იწყება.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, კომპანია ,,რუსთავის წყლის” წარმომადგენლებთან ერთად, რჩეულიშვილის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიტაციის დაწყებამდე ,,რუსთავის წყლის” მიერ შესასრულებელ სამუშაოს გაეცნო.
ჭყონდიდელის დასახლებაში, შიდა ეზოების რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ განაცხადა, სამუშაოები 4-5 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
“ტენდერი გამოცხადდა ჭყონდიდელის დასახლებაში 30 ეზოს მოპირკეთებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, ასევე განხორციელდება მიმდებარედ არსებული ტროტუარების რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, რომ ამ დროისთვის, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, ერთ-ერთი კომპანია გამოცხადდა გამარჯვებულად და ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების თანავე დაიწყება მუშაობა. რაც შეეხება ვადებს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4-5 თვეში უნდა მოახდინონ სამუშაოების განხორციელება და დასრულება”, – აღნიშნა ზაზა ზაზაძემ.
პროექტი , რჩეულიშვილის ქუჩაზე , შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციასთან ერთად, ამავე ქუჩაზე N2 , 4, 6, 2ა , 4ა, 6ა, 8, 8ა, 10, 10ა, 10ბ, 12, 14, 16 კორპუსების შიდა ეზოების აღდგენას, ჯავახიშვილის ქუჩაზე N1, 3, 5, 7, 3ა 5ა კორპუსების ეზოების, ასევე ტოლსტოის N1, 3, 5, 7, 7ა, და ბერიტაშვილის N2, 4, 6, 8, 6ა კორპუსების შიდა ეზოების ასფალტ_ ბეტონის საფარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 1 732 122 ლარია.