დავით ბეგაშვილი : რუსთავში კორონავირუსის ვაქცინაციის ორი ცენტრი გაიხსნება

რუსთავში, კორონავირუსიის ვაქცინაციის ორი ცენტრი გაიხსნება ერთი ცენტრი კლინიკა “რუსთავში” განთავსდება, მეორე კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

როგორც, დავით ბეგაშვილმა აღნიშნა ხვალიდან დაიწყება რეგისტრირებული მედპერსონალისა და 65 წელს ზემოთ პირების აცრა.

„ვაქცინაციის მოცვის ჯგუფები გაფართოვდა, გარდა ექიმებისა და მედპერსონალისა, ხვალიდან შესაძლებლობა ექნებათ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებმა, ამისათვის საჭიროა შესაბამის საიტზე რეგისტრაცია ან ამცრელ დაწესებულებაში პირდაპირ მისვლა, სადაც მოხდება მათი რეგისტრაცია და აცრაც.
მესმის მოსახლეობის სიფრთხილე, მაგრამ კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა აღვნიშნო, პანდემიის დასამარცხებლად სხვა ალტერნატივა, გარდა ვაქცინაციისა, მსოფლიოში ამაზე ეფექტური არ გამოუგონიათ. კლინიკა „რუსთავმა“ უკვე გაიარა რეგისტრაცია, ჩვენი სპეციალისტების მიერ მოხდა კიდევ ერთხელ მონიტორინგი, ეს ამცრელი პუნქტი, სტაციონარში იქნება განთავსებული, სადაც ამცრელი ოთახიდან, რეანიმაციამდე დაშორება არის დაახლოებით ათი მეტრი. ასევე მოწყობილია დაყოვნების ოთახი, გამოყოფილია მეთვალყურე, რომელიც 45 წუთის განმავლობაში დააკვირდება იქ მყოფ პირს. მეორე ვაქცინაციის ცენტრი კი განთავსდება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში“, – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები