პაპუნა მარგველაძე ცაგერში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე  ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, პროცესში დილიდან ჩაერთო გეოლოგიის დეპარტამენტი, მოხდა სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა, მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით დამეწყრილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. “კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება ალტერნატიული გზის სამშენებლო სამუშაოები. ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაშიღუსდამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოსული მეწყრის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს დღის განმავლობაში პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ.

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან, მათი საჭიროებების გათვალისწინებით დროულად ახდენენ რეაგირებას და მხარდაჭერას”,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები