“მდგომარეობა მძიემაა, გამოხატულია შოკის კლინიკა” – ავარიის შედეგად დაშავებული ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი საავადმყოფოში რჩება

ზუგდიდში მატარებლისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაციაა, რომელიც ზუგდიდის ევექსის კლინიკაშია გადაყვანილი “მდგომარეობა მძიმეა, გამოხატულია ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალატვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა. მარცხენა ბარძაყის და წვივის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი ექსკორიაციები: თავის, გულმკერდის, მუცლის და კიდურების არეში”- განაცხადა რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები