ამბროლაურში განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგი მიმდინარეობს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე გასულ წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებენ.ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა რამდენიმე პროექტი პირადად დაათვალიერეს და ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, სოფლებში შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოები განხორციელდა, სანიაღვრე არხები, ხიდ-ბოგირები, დამცავი კედლები, ქუჩების ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარი გაკეთდა.
“დასრულებული პროექტების მონიტორინგი, შესაბამისი სამსახურების მიერ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საგარანტიო პერიოდის გამოყენებით, წარმოშობილი ხარვეზებისა და დაზიანებების აღმოფხვრას”,-აცხადებენ მერიაში.