როგორია ზუგდიდში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილისა და მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავებულია საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია.
მისი მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. როგორც “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს, ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება.

“უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები, პარალელურად მიმდინარეობს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა. მოტეხილობებზე ინფორმაციას ვერ გეტყვით, კვლევის ფაზაშია პაციენტი, მდგომარეობა არის მძიმე”, – განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები