“გვყავს 4 პირი, ვინც იცოდა ექთნის მდგომარეობა ვაქცინაციამდე, ასევე, რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ” – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

“მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეის მდგომარეობით ექსკლუზიურად გაგვაჩნია, არის ის, რომ ჩვენ გვყავს 4 პირი, ვინც იცოდა მეგი ბაქრაძის მდგომარეობა ვაქცინაციამდე,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” გარდაცვილი ექთნის, მეგი ბარქაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა.

მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები საუბრობენ. მათ უკვე მიმართეს კომპანია “ასტრაზენეკას”, რომ შეისწავლონ საქართველოში პრეპარატის მიღების შემდეგი გართულებები, რის გამოც ლეტალური შედეგი დადგა:

“მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეის მდგომარეობით ექსკლუზიურად გაგვაჩნია, არის ის, რომ ჩვენ გვყავს 4 პირი, ვინც იცოდა მეგი ბაქრაძის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და იცის, რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ და ისინი მიიჩნევენ ამას საგანგაშოდ,”- აცხადებს ადვოკატი ნინო ამაღლობელი “მედიაცენტრ მთავარში.”

შეგახსენებთ, 27 წლის მეგი ბაქრაძის მდგომარეობა 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა. მას, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ის მძიმე მდგომარეობაში ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები