ცაგერში, სოფელ სურმუშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გვიან, ღამით მოხდა. დეტალების გასარკვევად „რეგიონული კვირა“ ცაგერის სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელს გაგა ბერიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, შეტყობინება სამაშველო სამსახურში გვიან ღამით შევიდა და მეხანძრეთა ბრიგადა მყისიერად გავიდა ხანძრის შემთხვევის ადგილზე.

“სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, რაჭიდანაც დაგვეხმარენ, მაგრამ მეპატრონემ თავად გვიან გაიგო, რომ მის საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა, სამწუხაროდ მართალია ცეცხლის ლოკალიზება მოხდა, მაგრამ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მსხვერპლი არ არის“,-განაცხადა გაგა ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები