ზუგდიდში სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა ზუგდიდში მოხდა.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი და პოლიცია. სავარაუდოდ, მძღოლმა, რომელიც საჭეს მართავდა, მოძრავი მატარებელი ვერ შეამჩნია და გზა გადაუკვეთა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც გამოკვლევები უტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები