ნორვეგიისა და ესტონეთის ელჩები ოფიციალური ვიზიტით ბათუმში იმყოფებიან

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი და ესტონეთის ელჩის რიინა კალიურანდის ერთობლივი ვიზიტით ბათუმში იმყოფებიან.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ელჩებს სამინისტროში უმასპინძლეს. შეხვედრაზე განიხილეს ის ერთობლივი პროექტები, რომელიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.
ასევე, განიხილეს ნორვეგიას, ესტონეთსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან მიმდინარე და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
დღესვე გაიმართება შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები