ლაგოდეხში სპორტულმა ჯგუფებმა მუშაობა განაახლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სპორტულმა წრეებმა ფუნქციონირება განაახლეს. „ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ გახსნილია 11 სხვადასხვა სახეობის 30 სპორტული ჯგუფი, სადაც 600-მდე ახალგაზრდა ირიცხება. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი წრეებს ვარჯიშები შეჩერებული ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით, სპორტულ სექციებმა ფუნქციონირება განაახლა“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
Aa

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები