სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 31-მა პაციენტმა დაამარცხა. სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება  28 კოვიდპაციენტი მათ შორის 2 მძიმე პაციენტი. ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს გადის 18 პირი, მათ შორის მძიმეა 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 8პაციენტი მკურნალობს მათ შორის 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 6 სენაკი ლაზიკა მედში კი 15 ინფიცირებულია მოთავსებული მათ შორის 1 მძიმე. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 147 ადამიანი მკურნალობს. მათგან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 105 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები