ბათუმში კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა – ჯანდაცვის სამინისტრომ რისკები შეაფასა

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამიდად ერთ-ერთი კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. თვითიზოლაციაშია პედაგოგი და მის კონტაქტში მყოფი პირები.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რისკები შეფასდა და სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა საჭიროდ არ ჩაითვალა.
აღნიშნულ სკოლაში კოვიდის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ პირველი კლასის მოსწავლეები სწავლების ონლაინ პროცესზე გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები