გიორგი ხოჯევანიშვილი საქართველოში კატარის ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა

კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხოჯევანიშვილი საქართველოში კატარის ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. „შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსა და კატარის პარლამენტებს შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება. ვისაუბრეთ საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ტურიზმის განვითარებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოსა და კატარის ურთიერთობა კოვიდთან ბრძოლის კუთხით. ვფიქრობ, კატართან თანამშრომლობა იქნება წარმატებული”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები