ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 205 ადამიანს, მათგან 19 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 79 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 274 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 209 და გამოჯანმრთელდა 12 708 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები