29 ახალი კოვიდინფიცირებული და 18 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება აჭარაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 18 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 965 პირი.
კლინიკა დატოვა 8 პაციენტმა
ამ დროისთვის, ბათუმის კოვიდ-კლინიკაში მკურნალობას 121 ინფიცირებული გადის, მათ შორის კრიტიკულად იმყოფება 2 პაციენტი.
რეგიონის კოვიდ სასტუმროში -40, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 109 პირია მოთავსებული.