რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ინფიცირების 450 შემთხვევიდან 6 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დადასტურდა.
მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განმარტებით, 6 ახალი შემთხვევიდან ექვსივე ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
„სამწუხაროდ ბოლო ორი კვირის მანძილზე კოვიდ-19 დადასტურებული მოქალაქეების რიცხვი ცაგერის მუნიციპალიტეტში მკვეთრად მზარდია. ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი რიცხვი კიდევ 6 შემთხვევით გაიზარდა. დაინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას სხვადასხვა ამბულატორიებში გადიან. ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, ყურადღებას ნუ მოადუნებენ და მკაცრად დაიცვან ყველა საჭირო წესი და რეგულაცია“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 450-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 278.628-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 22, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6″,- აღნიშნულია სპეციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები