ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 51 დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 51 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 280.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი იმერეთში – 73.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან 12 იმერეთში. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 – თბილისში, 40 – აჭარაში.
2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.