გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები გუდამაყარში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დილიდან გუდამაყარში იმყოფებიან და ოშპიტელი – გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ.
მიმდინარე წლის 23 მარტს, გუდამაყრის ხეობის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ე.წ „ოშპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული სხეულის ჩასახვა-გააქტიურებას, რასაც ხელი შეუწყო ბოლო დღეებში ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა.
აღნიშნულმა პროცესმა საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. რის შედეგადაც ხეობაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.