გურიაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 23293 კვლევა ტესტით, მათ შორის 13751 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9542 PCR ტესტით.
24 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278628 -ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 254 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270922 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3722 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები