მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, გუდაურს, ფასანაურს და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ძლიერი ყინულმოცვის (უხვი ნალექისა და ყინვის) გამო დაზიანდა მაღალი ძაბვის 110 კვ(საჰაერო) გადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა გუდაურს, ფასანაურს და მიმდებარე სოფლებს, ჭართალს, ხანდოს ხეობას, გუდამაყარს. ინფორმაციად მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარის  რწმუნებულის დავით ნოზაძის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დილის 6 საათიდან შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები